სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად?" - თინა კანდელაკი KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე

    “როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად?" - თინა კანდელაკი KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი The Killers-ის კონ­ცერ­ტზე მომ­ხდარ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დროა რუ­სეთ­მა ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს.

    "გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და ასე­თი საქ­ცი­ე­ლი, რომ არ ვი­ცო­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ამე­რი­კუ­ლი გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ნა­წი­ლი აღი­ზარ­და. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი მზად არი­ან შუა თითი აჩ­ვე­ნონ რუ­სე­ბის და რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის ნე­ბის­მი­ერ ხსე­ნე­ბა­ზე.

    ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა: რო­დემ­დე ვა­პი­რებთ ამის მი­ღე­ბას, რო­დემ­დე არ დავ­პა­ტი­ჟებთ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს ჩვენ­თან გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად? მერ­წმუ­ნეთ, მსურ­ვე­ლე­ბი სა­ჭი­რო­ზე მე­ტია. დროა მათ გზა გა­ვუხ­სნათ." - წერს კან­დე­ლა­კი.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ 15 აგ­ვის­ტოს Black Sea Arena-ს სცე­ნა­ზე The Killers-ის კონ­ცერ­ტი სკან­და­ლით დას­რულ­და მას მერე, რაც ჯგუფ­მა სცე­ნა­ზე დრა­მე­რად რუსი ახალ­გაზ­რდა აიყ­ვა­ნა. მსმე­ნელ­თა თქმით, მუ­სი­კოს­მა დრა­მერს ჰკი­თხა, სა­ი­დან იყო, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ამას კი დარ­ბა­ზი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით The Killers-ის მუ­სი­კოს­მა ხალ­ხს მი­მარ­თა, რომ რუსი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძმე­ბი არი­ან და დრა­მერს დაკ­ვრის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რა­საც პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.