სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა“ – რა განცხადებას აკეთებს გოგა ჩანადირი

    „ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა“ – რა განცხადებას აკეთებს გოგა ჩანადირი
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მე მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მანაც განმარტა მისი ისტორია და მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა მისი ოჯახი. ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ კობახიძის საქციელი მოეწონა მას შემდეგ, რაც კობახიძემ დავით ჯელაძეს გული ატკინა და შემდეგ ბოდიში მოიხადა.

    „მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე“ – ირაკლი კობახიძე

    გოგა ჩანადირი წერს, რომ ირაკლი კობახიძე ღირსეულად მოიქცა.

    „ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა.

    მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული. უხერხულია ამ შეცდომების არდანახვა და შავის თეთრად ჯიუტად წარმოჩენა, რასაც პირადად მე ხშირად ვხედავ ხოლმე.

    იმედი მაქვს, დავითის მიმართ სხვებიც დაამთავრებენ ქილიკსა და დამუნათებას, კობახაძის ტექსტს რომ მოჰყვა და მას მხარი აუბეს.

    ბოდიშს ისინიც თუ არ მოიხდიან, დათოს, ვინც ოჯახის წევრებთან, დისშვილებთან ერთად შოვის სტიქიის დროს უმძიმესი ამბავი გადაიტანა, ცხოვრებას მაინც ნუ გაუმწარებენ“, – წერს გოგა ჩანადირი.

    შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 16 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც მისი განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.

    ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, დათო ჯელაძესთან კითხვები აღარ აქვს, რადგან მასთან შეხვედრისას სტიქიისგან გადარჩენის ისტორია პირადად მოისმინა.

    „რაც შეეხება შეკითხვებს, მინდა განვმარტო, რომ იყო ბრიფინგი და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე მაშინ. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში ყალბი ფოტოები და მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო დადებული და დეტალურად მომიყვა მან მე ისტორია, თუ რა გადახდა.