სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „იპოვეს ფრაგმენტები... შენ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და…”-რას წერს ახლობელი სალომე ხეთაგურზე

    „იპოვეს ფრაგმენტები... შენ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და…”-რას წერს ახლობელი სალომე ხეთაგურზე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის, მისი იდენტიფიცირება გუშინ მოხდა.

    ცნობილია გახდა , რომ დაღუპულს თბილისში, ვარკეთილში ხვალ, 18 აგვისტოს გადაასვენებენ.

    მეგობრები და ახლობლები სტიქია შეწირულს ემშვიდობებიან.

    „ხანდახან უდიდეს ტკივილშიც კი გაგაოცებს ბუნება... მაშინ, როცა ამდენი სულისშემძვრელი ინფორმაცია მოდის შოვიდან. ძალა აღარ გაქვს მოისმინო... ელოდები. იქნებ იპოვონ შენი ოჯახის წევრი მიცვალებული მაინც... გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა) არ იყოს ცალ-ცალკე.

    ჩემო სალომე (ხეთაგური) შენი მხიარული სახე კი ჩააქრო ბოროტმა სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც კი შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში შენს სახლში ჩემო პატარა ანგელოზო... კიდევ მადლობა მაშველებს.. მოხალისეებს ჯარს.. სრულიად ყველას..ეს სახელმწიფოა.. ეს საქართველოა, დიდი ტკივილით..

    გადარჩენილებმაც და გარდაცვლილების ახლობლებმა ტაძარში ვილოცოთ მათი სულებისთვის.. ასე უფრო სულიერ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ..

    P.s. სალომეს გადმოასვენებენ თავის სახლში ზეგ, 18-ში ვარკეთილის დასახლება, გუდამაყრის 22-ში.

    .. ჩემო ანგელოზო დისშვილიშვილო, დიდი ტკივილი შემოიტანე მიშა ბაბუს და შუშანა ბებოს მონაგარში....“ - წერს ახლობელი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ