სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი - შესაბამისად, მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს" - ბექა ოდიშარია

    "გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, არის გულწრფელი ადამიანი - შესაბამისად, მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს" - ბექა ოდიშარია
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, რომ
    გარ­და იმი­სა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სია, არის გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი - შე­სა­ბა­მი­სად, მის ამ სი­ნა­ნულ­ში ეჭვი არა­ვის უნდა ეპა­რე­ბო­დეს

    მისივე თქმით, პი­რა­დად ის კო­ბა­ხი­ძეს ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს და მის გულ­წრფე­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბა.

    ოდიშარიას შე­ფა­სე­ბით, კო­ბა­ხი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან ნათ­ლად აუხ­სნა მისი გან­ცდა მას შემ­დეგ, რაც ის და­ვით ჯე­ლა­ძეს შეხ­ვდა, გა­იც­ნო და გა­ე­სა­უბ­რა.

    "რაც შე­ე­ხე­ბა წინა დღეს მომ­ხდარ ამ­ბავს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ეს კონ­ტექ­სტიც ახ­სნა. იცით, ჩვენ რა გა­რე­მო­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა - ოპო­ზი­ცია და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მტრუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი, მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, მო­დი­ან სტი­ქი­ის ად­გილ­ზე და გე­უბ­ნე­ბი­ან: ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­აკ­ლო ხელი, თქვე­ნი ბრა­ლია, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და მის­მა მოქ­მე­დე­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია.

    როცა ამ ფონ­ზე ხელ­ში რა­ღაც სუ­რათს გა­ჩე­ჩე­ბენ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს, როცა ადა­მი­ან­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა, რა­ზეც კო­ბა­ხი­ძემ ვაჟ­კა­ცუ­რად და ღირ­სე­უ­ლად ისა­უბ­რა.

    სი­ტყვა "სი­ნა­ნუ­ლი" მა­ღა­ლი ღირ­სე­ბის აღმნიშ­ვნე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი ამას მის­გან გა­და­ი­ღებს და იმ ბევრ ცოდ­ვას მო­ი­ნა­ნი­ებს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე აქვთ.

    ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­უ­გეს და ეს მის­კო­მუ­ნი­კა­ცია იმ­დე­ნა­დაც კი ამო­ი­წუ­რა, რომ და­ვით ჯე­ლა­ძემ და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არც კი ისურ­ვა, რად­გან ჩათ­ვა­ლა, რომ მისი გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი აღი­ა­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მხრი­დან",
    - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ.

    14 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და, თით­ქოს ერთ-ერთი ბავ­შვი 3 სა­ა­თი ებ­რძო­და ღვარ­ცოფს. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვი­ღაც 3 სა­ა­თი ებ­რძო­და სტი­ქი­ას, უბ­რა­ლოდ არის ცა­რი­ე­ლი ტყუ­ი­ლი. ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ღვარ­ცო­ფის ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე ნა­პირ­ზე ვინ­მე გა­და­სუ­ლი­ყო.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ვით ჯე­ლა­ძეს შეხ­ვდა და შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მან "სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტა და­ვით ჯე­ლა­ძის გუ­ლის ტკე­ნის გამო“.