სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „დრო ჩქარა გავიდა...“ - შოვში დაღუპული კოტე მაისურაძის ვიდეო

    VIDEO: „დრო ჩქარა გავიდა...“ - შოვში დაღუპული კოტე მაისურაძის ვიდეო
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვის ტრაგედიისას დაღუპულ კოტე მაისურაძეს მეგობრები ემშვიდობებიან.

    ნახეთ ემოციური პოსტი:

    „ჩემი კოტიკოც გაფრინდა... რაჭაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი , ზუსტად რაჭამ გამოგვაცალა. ვინც არ იცნობდით, კოტე ყველაზე კეთილი ადამიანი იყო დედამიწაზე და უკარგესი მეგობარი. ახლაც კი ვერ ვიაზრებ, რომ ამას ჩემს "კოსწიაზე" ვწერ. ვერ ვიაზრებ, ან არ ვიაზრებ.. არ მინდა.

    მეგობრებს ვაჯერებდი და საკუთარ თავსაც ვუმეორებდი ეს 3 დღე, რომ სასწაულები ხდება, სასწაულები არსებობს,
    მაგრამ არ მოხდა..ასე იმედი არასდროს მქონია და ასეთი იმედგაცრუებულიც არასდროს ვყოფილვარ.

    ყველა ნაპერწკალს ვებღაუჭებოდი და ვფიქრობდი, რომ ცოცხალია, ტყეშია, გამოჩნდება, გადარჩება... დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა და ტელეფონი ჩაირთვებოდა.. არ ჩაირთო..

    მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იმ პირველ ჯოჯოხეთურ ღამეს ცოცხალი იყო, სუნთქავდა, იბრძოდა, მაგრამ ვერ მივუსწარით.. მე ვფიქრობ, რომ კოტიკო მხოლოდ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა კი არა, მთელმა საქართველომ დავკარგეთ. შეხვედრამდე, ჩემო სიცოცხლეზე და ურთიერთობებზე შეყვარებულო მეგობარო!“ - წერს მეგობარი.