სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა შემთხვევაში შეძლებს ხვიჩა ინსინიეს სათანადოდ შეცვლას ნაპოლიში? - ვლდაიმერ ვაისის კომენტარი

    "რა შემთხვევაში შეძლებს ხვიჩა ინსინიეს სათანადოდ შეცვლას ნაპოლიში? - ვლდაიმერ ვაისის კომენტარი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში“ გადასვლაზე ისაუბრა.

    "თუ ხვიჩა ფიზიკურად სხვა დონის ფეხბურთისთვის მზად იქნება, მაშინ ინსინიეს სათანადო შემცვლელიც გახდება, რომელიც ამერიკაში წავიდა სათამაშოდ.

    ერთი-ერთზე ან ერთი-ორზე მოქმედებისას ხვიჩას დონის არც ისე ბევრი მოთამაშე არსებობს", - თქვა სლოვაკმა მწვრთნელმა Championat-თან საუბარში.

    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.