სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - ამბობს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა

    „არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - ამბობს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სკოლა „ქორალი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ მათი სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა.

    დაღუპული ბიჭის დედა, საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და ინტერნეტში გავრცელებულ ვერსიებზე წერს:

    „მეგობრებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. მადლობა ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, ძალას რომ მივიკრებ, დაგიბრუნდებით, ვინც მოხვედით და ვინც აპირებთ.

    რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია ძალიან გთხოვთ! სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისე რომ ხვალ წესს აუგებენ. მოიხსენეთ ნიკოლოზი ვისაც შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა” – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა მაკა ზედელაშვილი.

    „არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, ძალიან გთხოვთ!“ - ამბობს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა