სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დაკავებულთა შორის 15 წლის გოგონები იყვნენ, მამაკაცებს მათი გაუპატიურება უბრძანეს“-საუდის არაბეთის საზღვართან მომხდარი დანაშაულები

    "დაკავებულთა შორის 15 წლის გოგონები იყვნენ, მამაკაცებს მათი გაუპატიურება უბრძანეს“-საუდის არაბეთის საზღვართან მომხდარი დანაშაულები
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­უ­დის არა­ბე­თის მე­სა­ზღვრე­ებს ასო­ბით ეთი­ო­პე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Human Rights Watch ავ­რცე­ლებს. მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ომის შე­დე­გად, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას იე­მე­ნი­დან ცდი­ლობ­დნენ, სა­ზღვარ­თან დახ­ვრი­ტეს.

    ნიუ-იორკში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბე­ბი 2022 წლის მარ­ტი­დან 2023 წლის ივ­ნი­სამ­დე ხდე­ბო­და და დღემ­დე გრძელ­დე­ბა.



    მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, გარ­და­იც­ვა­ლა 795 ადა­მი­ა­ნი და "მათი უმე­ტე­სო­ბა ეთი­ო­პე­ლი იყო“


    მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბებ­ში აღ­წე­რი­ლია მა­სობ­რი­ვი ფა­ტა­ლუ­რი ამ­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. გა­დარ­ჩე­ნილ­თა თქმით, ისი­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვის სა­მიზ­ნე­ში იყ­ვნენ.



    "30 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი და­ვი­ნა­ხე. ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი“, - ამ­ბობს 14 წლის გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას და აგ­რძე­ლებს: "არას­დროს შევ­სწრე­ბი­ვარ მსგავს ძა­ლა­დო­ბას ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“.

    "ვერც კი შე­ვამ­ჩნიე, რომ მეს­რო­ლეს, მაგ­რამ როცა ად­გო­მა და სი­ა­რუ­ლი ვცა­დე, მივ­ხვდი, რომ ფე­ხის ნა­წი­ლი აღარ მქონ­და", - ჰყვე­ბა კი­დევ ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი.



    "მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­ა­კა­ვეს 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, მათ შო­რის ორი 15 წლის გო­გო­ნა. მა­მა­კა­ცებს მათი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა უბ­რძა­ნეს, ერ­თმა უარი თქვა, ის ად­გილ­ზე მოკ­ლეს“, - ამ­ბობს ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი.

    სა­უ­დის არა­ბე­თი სის­ტე­მუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს. Human Rights Watch - ი მათ საქ­ცი­ელს "კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს“ უწო­დებს და გა­ე­როს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.