სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "მგონი უკვე შევიშალე...“ - ვრცელდება შოვში დაღუპული სალომე ხეთაგურის კადრები

    VIDEO: "მგონი უკვე შევიშალე...“ - ვრცელდება შოვში დაღუპული სალომე ხეთაგურის კადრები
    9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, რომ დღეს უმძიმესი დღეა: თბილისში, რუსთავსა და სოფელ ლაგვანთაში საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს შოვში სტიქიის დროს დაღუპულ შვიდ ადამიანს.

    "სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.

    თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთ მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.

    რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს:
    შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს.

    კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს...“
    - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.

    აქვე, ვრცელდება სალომე ხეთაგურის კადრები.

    კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი so po ავრველებს.