სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება"- რას ამბობს გოდოლაძის ადვოკატი

    "არასრულწლოვანზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირდა... თეას თავად დასჭირდა ექიმების დახმარება"- რას ამბობს  გოდოლაძის ადვოკატი
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს “ კურიერის” გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე.

    იუწყებიან , რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა 126 პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და თეა გო­დო­ლა­ძეს 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ხოლო საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. თეა გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მისი დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა და შო­ვის ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვერ პა­ტი­ო­ბენ. (წა­ი­კი­თხეთ: "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს გა­მა­ჩუ­მოს, რომ აღარ ვი­ლა­პა­რა­კო შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე... ჩემი შან­ტა­ჟი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არ გა­მო­გი­ვათ!" - რას წერს თეა გო­დო­ლა­ძე?)

    "პი­რი­ქით, ჩემ­ზე მოხ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩემი პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. ამის გამო, მე გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ, მას უწევ­და ცი­ხე­ში წას­ვლა და ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ თით­ქოს მე ვი­ძა­ლა­დე მის 17 წლის შვილ­ზე და ასე აღ­ძრეს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. არა­და, ეს სიც­რუ­ეა" - თქვა გო­დო­ლა­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი თე­ი­მუ­რაზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლია.

    ცოტა ხნის წინ შერ­გე­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­დაც ის აა­ცხა­დებს, რომ ფაქ­ტი მოხ­და არას­რულ­წლოვ­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და თეა გო­დო­ლა­ძემ მას სა­ხის არე­ში გა­არ­ტყა.

    "თეა გო­დო­ლა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და ამ სახ­ლში და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მას სურ­და არას­რულ­წლოვ­ნის კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბის გა­დაყ­რა, რა­ზეც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია ბავ­შვმა, რომ არ გა­და­ე­ყა­რა. აქვე, სა­გუ­ლის­ხმოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბავ­შვს ქრო­ნი­კუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და ამის შე­სა­ხებ თეა გო­დო­ლა­ძის­თვის ცნო­ბი­ლი იყო. ვი­ნა­ი­დან, თეა გო­დო­ლა­ძე და თვი­თონ ამ არას­რულ­წლოვ­ნის მამა დიდი ხა­ნია იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თეა გო­დო­ლა­ძემ ხელი გა­არ­ტყა სა­ხის არე­ში არას­რულ­წლო­ვანს და ბავ­შვმა გა­ნი­ცა­და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ასე­ვე სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი. იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მი­სუ­ლი, რომ მის­თვის წამ­ლის დო­ზის გაზ­რდაც კი გახ­და სა­ჭი­რო. ბავ­შვმა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მას შემ­დეგ, რო­დე­საც მის მა­მა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა. მაგ­რამ, აქ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი გახ­ლავთ ის, რომ ამ ეტაპ­ზე ამ ბავ­შვის მამა არის ბრალ­დე­ბუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გახ­ლავთ თეა გო­დო­ლა­ძე," - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი, ნინო ბარ­ა­ჩაშ­ვი­ლი "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას.

    ცნო­ბი­ლია, რომ თეა გო­დო­ლა­ძის ინ­ტე­რე­სებს ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი იცავ­დნენ. AMBEBI.GE ად­ვო­კატ ლიკა ბი­თა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

    - სა­მარ­თლებ­რი­ვად მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს არას­რულ­წლო­ვა­ნი, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალთ. თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დაც­ვის მხა­რეს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის მო­თხოვ­ნი­ლი გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ვადა, რომ სა­სა­მარ­თლომ დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოს. ვი­თხოვთ წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის გაგ­რძე­ლე­ბას და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ საქ­მე­ზე ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. სხვა დე­ტა­ლებ­ზე ახლა ვერ ვი­სა­უბ­რებ.

    - არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ თეა გო­დო­ლა­ძემ ბავ­შვი სცე­მა...

    - სი­სუ­ლე­ლეა, საქ­მე­ში მაქვს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მო­წყო­ბი­ლი, შე­თი­თხნი­ლი თემა.

    - არას­რუ­წლო­ვანს ნივ­თე­ბიც გა­და­უ­ყა­რაო, ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი...

    - არა­ფე­რი არ გა­და­უყ­რია. პარტნი­ო­რი ჰყავ­და თეას, თე­ი­მუ­რაზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2022 წლის 18 მა­ისს თვი­თონ ბრალ­დე­ბუ­ლად სცნეს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის და გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. და­ა­კა­ვეს, მერე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ეც­ვა­ლა და გი­რა­ო­თი გა­მო­ვი­და. თეა გო­დო­ლა­ძის მი­მართ ერთი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა და ერთი წლის მერე მიხ­ვდნენ რომ ძა­ლა­დო­ბა იყო? ერთი წლის მერე აკა­ვე­ბენ პირს? თქვენ თვი­თო­ნაც ხომ ხვდე­ბით, მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას რომ ჰქო­ნო­და, რის­თვის უნ­დო­და ერთი წელი გა­მო­ძი­ე­ბას ძა­ლა­დო­ბა­ზე, მი­თუ­მე­ტეს არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ. ერთი წლის მერე, 8 ივ­ლისს უყე­ნე­ბენ ბრალს. რად­გან საქ­მე არას­რულ­წლო­ვანს ეხე­ბა კა­ნო­ნი არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ არ­სე­ბით დე­ტა­ლებ­ში შე­ვი­დე, ამი­ტომ უფრო მეტს ვერ გე­ტყვით. თეა გო­დო­ლა­ძე თვი­თონ არის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მას ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბაც დას­ჭირ­და და სის­ტე­მა­ტუ­რად და­დი­ო­და ექი­მებ­თან. თეა არის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. იმ არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ და­ფიქ­სირ­და. მეტი ვე­რა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რებ.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ