უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე .
"სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს“, - წერს ნადიმ ხმალაძე.
დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა.