სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვნახოთ, როგორ წავა ეს ურთიერთობა" - ვინ არის ქალი, რომელზეც გიორგი ნაზღაიძე ალაპარაკდა

    "ვნახოთ, როგორ წავა ეს ურთიერთობა" - ვინ არის ქალი, რომელზეც გიორგი ნაზღაიძე ალაპარაკდა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ნაზღაიძემ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში საინტერესო თემაზე ისაუბრა - არის თუ არა კესოსა და ანის დაპირისპირება ქალური ეჭვიანობის თემა?!

    "ერთი შეხედვით ქალურ ეჭვიანობას ვუკავშირებ, რადგან კესოს მიმართ ანის აგრესია ნამდვილად აქვს. ყველაფერი კარგად მიდის, რადგან მე და ანიმ ჩვენი ურთიერთობა დავასრულეთ, ახლა ის უბრალოდ "ჰაუსში" მეზობელია. მგონია, რომ ანის ეს აგრესია გაუვლის და შეეშვება.

    მე კესოს წინაშე ბოლომდე მართალი არ ვარ, მას გული ვატკინე და თავს ამას ვერ ვპატიობ. მადლობა მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც არ დამიმსახურებია. მისი დაბრუნებით დამტკიცდა ბევრი რამ - ის პროექტისთვის ძალიან საინტერესოა.

    მე და კესო დავმეგობრდით, ის გვერდში მიდგას და ვნახოთ, როგორ წავა ეს ურთიერთობა...

    მე მისთვის ნახევარფინალზე ყვავილების ჩუქება მინდოდა, მაგრამ თავად კესომ მითხრა, რომ საჭირო არაა, რადგან ჩვენი ძველი წყენა წარსულში დარჩაო.

    მადლობა მინდა გადავუხადო კესოს ყველაფრისთვის, ის ძალიან კარგი გოგოა", - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.