სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! ეს დღე - ერთიანობის მომენტია…”- პრემიერის განცხადება

    "გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! ეს დღე - ერთიანობის მომენტია…”- პრემიერის განცხადება
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს!

    მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ამბობს, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღე - ერ­თი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტია, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ჩვენს სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნა­თე­ლი მო­მავ­ლის - ერ­თი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­ა­ნი, ძლი­ე­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ასა­შე­ნებ­ლად!

    “გი­ლო­ცავთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დღეს!

    24 აგ­ვის­ტო ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღია - დღე­ვან­დელ დღეს, 1995 წელს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით სა­თა­ვე და­უ­დო ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ახალ ეტაპს - სა­მო­ქა­ლა­ქო ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის, მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის იდე­ა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას.

    სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია - ჩვე­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და სა­ხელ­მწი­ფოს­თან - დიდი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის გან­მსა­ზღვრელ ფა­სე­უ­ლო­ბებს ეფუძ­ნე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ის ახალ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებს ასა­ხავს თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წინსვლა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

    ეს დღე - ერ­თი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტია, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ჩვენს სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნა­თე­ლი მო­მავ­ლის - ერ­თი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­ა­ნი, ძლი­ე­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ასა­შე­ნებ­ლად”,-აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ