"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია უკრაინაში იმყოფება, სადაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. როგორც ირკვევა, ის უკრაინის რადამ უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის მედლით დააჯილდოვა. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს:
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა "მთავარმა არხმა" დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ!"
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცემს რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გვარამიას ჯილდოს და მადლობას ქართულ ენაზე უხდის.