სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მინდა რომ მყავდე ჯანმრთელი და შენი გივიკო არაფერს მოგაკლებს“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

    „მინდა რომ მყავდე ჯანმრთელი და შენი გივიკო არაფერს მოგაკლებს“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ირმაკო 52…თერთმეტში ჰქონდა დაბადების დღე მაგრამ სიმბოლურად დღეს მივულოცავ. უსასრულოდ მინდა რომ მყავდე ჯანმრთელი და შენი გივიკო არაფერს მოგაკლებს, – გივიკო დიდია დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის.

    „დედაშვილობა…ერთი მაგრად ჩამეხუტეო…

    დედებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცებით. ფიქრობენ, რომ შვილები ვერ ამჩნევენ, რომ არ არიან კარგად, რომ არ არიან ბედნიერი.

    ფიქრობენ, რომ ვერ ამჩნევენ შვილები, რა მწარეა მონატრება მამის, “მეუღლის” და ამის გამო, როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობისგან.

    ჰგონიათ, რომ სახლის დალაგებით, სამზარეულოში სადილის კეთებით, შენი ტანსაცმლის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას, მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა.

    შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ. ჩვენ მას ვგრძნობთ. ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ . კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ, გულში ჩავიკრათ დედიკოები. შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორიც დედობა.

    პ.ს გეფერებით ყველა გულნატკენ დედას. ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ. იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ”, – წერს გივიკო დიდია.