სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისტორიული მატჩი და გამარჯვება - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე გაანადგურეს

    ისტორიული მატჩი და გამარჯვება - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე გაანადგურეს
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სა­დე­ბი­უ­ტო შეხ­ვედ­რის პირ­ველ ტა­იმ­ში კაპე ვერ­დეს 22:48 მო­უ­გეს.

    ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა მატ­ჩი შემ­დე­გი ხუ­თე­უ­ლით და­ი­წყო - ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, მა­კ­ფა­დე­ნი, სა­ნა­ძე, შენ­გე­ლია, შერ­მა­დი­ნი. პირ­ველ ხუთ წუთ­ში ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ შე­დე­გი­ა­ნად თა­მა­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა ცვლი­ლე­ბა­ზე შე­მო­სულ­მა ცინ­ცა­ძემ, მა­მუ­კე­ლაშ­ვილ­მა და ბი­თა­ძემ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლეს. პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით - 20:11 დას­რულ­და.

    მე­ო­რე მე­ო­თხე­დიც სა­ქარ­თვე­ლოს უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და კაპე ვერ­დეს უპი­რო­ბო ლი­დე­რი, ედი ტა­ვა­რე­სიც გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

    მე­სა­მე მე­ო­თხედ­ში ილია ზუ­როს­მა ხუ­თე­უ­ლი შეც­ვა­ლა, ამ­ჯე­რად მო­ე­დან­ზე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, მა­კ­ფა­დე­ნი, მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი, შენ­გე­ლია და ბი­თა­ძე გა­მო­იყ­ვა­ნა, რა­მაც ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი კი­დევ უფრო სწრა­ფი და აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­და, პე­რი­ო­დი კი სან­დრო­სა და თორ­ნი­კეს ენდვა­ნე­ბით და­ი­წყო, მთე­ლი მე­ო­თხე­დის გან­მავ­ლო­ბა­ში (რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტში სწრა­ფი შე­ტე­ვა გაგ­ვე­პა­რა) სა­ქარ­თვე­ლო კარგ დაც­ვას თა­მა­შობ­და, ბოლო წამ­ზე კი დუდა სა­ნა­ძემ პე­რი­მეტ­რი­დან მე­სა­მე სამ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო და 70:37 მო­ვი­გეთ.

    მე­ო­თხე მე­ო­თხედ­ში ზუ­როს­მა მო­ე­დან­ზე ლიკ­ლი­კა­ძეს, ბე­რიშ­ვილ­სა და ტუ­რ­ძი­ლა­ძეს მის­ცა თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, "ლურ­ჯმა ზვი­გე­ნებ­მა" დას­კვნით 10 წუთ­ში უკეთ ითა­მა­შეს, თუმ­ცა სხვა­ო­ბა მა­ინც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი იყო.

    სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მატ­ჩი ან­გა­რი­შით 60-85 დას­რულ­და და ქარ­თვე­ლებ­მა ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს.

    წყარო: sportall.ge