დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ონში მთის მასივის ჩამოშლის ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს:
"მეჩვენება ამ ვიდეოში, თუ საყრდენი გამოუთხარეს, წამოვიდოდა აბა რას იზამდა! ვინაა მშენებელი? სულ გაგიჟდით?! სულ?! ეს გამაგრების გარეშე არ უნდა გამოჭრილიყო! დაღუპავრნ ამ ქვეყანას ეს კოლექტიური “გივიკოები”!" - წერს გოდოლაძე.
ცოტა ხნის წინ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
ჯერ-ჯერობით უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე მომხდარი შედეგად.