სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ისევ შევხვდებით რაჭაში...“ - სტიქიის შედეგად დაღუპული მეგობრების კადრები, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ უუყურებთ

    VIDEO: „ისევ შევხვდებით რაჭაში...“ - სტიქიის შედეგად დაღუპული მეგობრების კადრები, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ უუყურებთ
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვის სტიქიის ერთ-ერთი მსხვერპლი გვანცა ბუბაშვილი ორი დღის წინ, 25 აგვისტოს გადაასვენეს სახლში.

    ვანცას მეგობრები ემოციური პოსტებითა და ვიდეოებით ემშვიდობებიან:

    „ეს ჩვენ ვართ, ბედნიერები, ლაღები, სიცოცხლით სავსეები. მახსოვს, როგორ ველოდებოდით ზაფხულის დასრულებიდანვე მომდევნო ზაფხულის დაწყებას, როგორ ვლაპარაკობდით მთელი წელი რაჭაზე და რა მალე სრულდებოდა ზაფხულის პერიოდი. ეს ფოტოები და ვიდეოები იმის მეათასედი ნაწილიც კი არაა, რაც ჩემს არქივში ინახება... მახსოვს, სულ ტელეფონი მეჭირა ხელში, სულ რაღაცებს ვიღებდი და ეს რაღაცებია ზუსტად მოგონებებად რომ შემოგვრჩა. ხშირად მითქვამს, ყველა ვიდეო რომ დამედო რეალური ხმით და მუსიკის დაუდებლად, ხალხს ალბათ, გიჟები ვეგონებით-თქო. არასდროს მახსოვს რაჭაში ამ დროს ასეთი სიჩუმე, როგორიც ახლაა, დავდიოდით ერთად, რა ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მუსიკა, კოცონი, დალევა და ათას სისულელეზე სიცილი. ჩვენთან ვერასდროს მოიწყენდით, ვინც კი ვინმე სტუმრად ჩამოსულა, ისე შეგვიყვარებია აქაურობა და ეს სიტუაციები, შემდეგში კიდევ ბევრჯერ გვსტუმრებია ამის გამო. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ადგილმა რომელიც ასე უზომოდ გვიყვარს ყველას, წაგვართვა ადამიანები, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყვნენ. ხანდახან მგონია, ცუდ სიზმარში ვარ და მალე უნდა გამომეღვიძოს, მაგრამ რაც დღეები გადის, ეს მალეც არ დგება... ყოველთვის ჩვენს გულში იქნებით, რა დროც არ უნდა გავიდეს და ვიცი, როდისმე ისევ შევხვდებით რაჭაში... უსასრულოდ მიყვარხართ“, - წერს მეგობარი.