ონში, სოფელ ზუდალში მიწის ფერდობი ჩამოშლა, რამაც ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, დაზიანებული მონაკეთი უახლოეს მომავალში აღდგება. მისივე თქმით, "ამ ეტაპისთვის გამეორების საფრთხე არ არსებობს".
ადგილობრივების განცხადდებით, რამდენიმე დღის წინ ჰშეინიშნებოდა, რომ კლდეს ჩამოშლა ჰქონდა დაწყებული.
"ზუსტად მოპირდაპირე მხარეს ჩამოედინება მდინარე. ბავშვები ვიყავით საბანაოდ. პატარა ნაფხვენები მოდიოდა და ამაზე დავიძაბეთ. ეს არ არის ერთი დღის მომხდარი ამბავი. ერთი კვირით ადრეც იქ ბზარები იყო გაჩენილი.
სასწაულებრივად გადავრჩით, რომ იმ მომენტში იქ მანქანამ არ გაიარა. მაინცდამაინც ადამიანი უნდ ადაიღუპოს, რომ რამე ზომებიი მიიღონ?!
გაგვიმართლა ყველას ერთად, მთელ ქვყანას, რომ ჩამონგრევის დროს არ მოძრაობდა მანქანა, იყო დიდი შანსი, რომ მანქანაც ჩაეყოლებინა." - აცხადებს ადგილობრივი "ტვ პირველთან".