სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისტორიაში პირველად, ავსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს

    ისტორიაში პირველად, ავსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პირველად მსოფლიოში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ავსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი 8სმ-ის ზომის ჭია იპოვეს. ექიმები ვარაუდობენ, წითელი პარაზიტი ტვინში ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

    ექიმებმა ჭია პაციენტის დაზიანებული შუბლის ნაწილიდან ამოიღეს.

    "ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც ველოდით. ყველა შოკირებული იყო", - თქვა ქირურგმა, ექიმმა ჰარი პრია ბანდიმ.
    64 წლის ქალს თვეების განმავლობაში აწუხებდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, ხველა და ღამით ოფლიანობა, რაც გულმავიწყობასა და დეპრესიაში გადაიზარდა.

    იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს 2021 წლის იანვრის ბოლოს და სკანირებამ მოგვიანებით გამოავლინა "ატიპიური დაზიანება თავის ტვინის მარჯვენა შუბლის წილში".

    მდგომარეობის მიზეზი მხოლოდ ბიოფსიის დროს 2022 წლის ივნისში გამოავლინეს. ექიმებმა პაციენტის გამოჯანმრთელება შეძლეს.

    მკვლევარები ამბობენ, რომ შემთხვევა ხაზს უსვამს ცხოველებიდან ადამიანებზე დაავადებებისა და ინფექციების გადადების გაზრდილ საფრთხეს.