სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან“- თბილისიდ მერია განცხადებას ავრცელებს

    "მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან“- თბილისიდ მერია განცხადებას ავრცელებს
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო დაიტბორა გზები, ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. მომხმარებლები შესაბამის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

    თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა.

    "მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 722222" - წერია განცხადებაში.