სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შოვში დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ბიჭუნა სტიქიას დედასა და ბებიასთან ერთად ემსხვერპლა

    შოვში დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ბიჭუნა სტიქიას დედასა და ბებიასთან ერთად ემსხვერპლა
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში გივი ბერინაძის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 აგ­ვის­ტოს, შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის დროს და­კარ­გუ­ლი, 4 წლის გი­ორ­გი ხორ­ბა­ლა­ძეს ცხე­და­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

    "ამ­დე­ნი წა­მე­ბის შემ­დეგ დღეს სახ­ლში ბრუნ­დე­ბი ჩემო გიო. ცოტა და­ის­ვე­ნე, დაღ­ლი­ლი იქ­ნე­ბი. მერე დე­დი­კოს­თან და ბე­ბოს­თან გა­ი­ქე­ცი, ჩა­ე­ხუ­ტე და და­ე­ლო­დე, მეც მალე მო­ვალ“, - წერს მა­მა­კა­ცი.

    ინ­ფორ­მა­ცია დაადასტურა შოვ­ში გარ­დაც­ვი­ლი სა­მი­რა ისა­ე­ვას ძმამ, ის­კან­დერ ისა­ევ­მა. მისი თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხე­დარს რუს­თავ­ში დღეს მი­ას­ვე­ნე­ბენ.

    18 წლის სა­მი­რა ისა­ე­ვა მე­ზობ­ლებ­თან მა­ნა­ნა ჯაჭ­ვა­ძეს­თან, მა­რი­ნა ხორ­ბა­ლა­ძეს­თან და შვი­ლიშ­ვილ 4 წლის გი­ორ­გი ხორ­ბა­ლა­ძეს­თან ერ­თად იყო შოვ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი.

    სა­მი­რა ისა­ე­ვა­სა და მა­რი­ნა ხორ­ბა­ლა­ძის ცხე­და­რე­ბი 6 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს. 13 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს მა­ნა­ნა ჯაჭ­ვა­ძის ცხე­და­რი, 30 აგ­ვის­ტოს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 4 წლის გი­ორ­გი ხორ­ბა­ლა­ძის ცხე­და­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

    ცნო­ბის­თვის, შოვ­ში მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა. სტი­ქი­ამ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­პოვ­ნია 31 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი, ორ ადა­მი­ანს ამ დრომ­დე ეძე­ბენ.


    წყარო: ambebi.ge