სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უიმე, ეს ნაგავი საიდანაა - ამის თქმა მერის მიერ არის იდიოტობა! - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი

    "უიმე, ეს ნაგავი საიდანაა - ამის თქმა მერის მიერ არის იდიოტობა! - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუ­შინ ძლი­ერ­მა წვი­მამ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის სხვა­დახ­ვა სამ­სა­ხუ­რე­ბი. დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ "ფე­ის­ბუქ live" - ში ილა­პა­რა­კა ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი ნაგ­ვით იყო გა­დავ­სე­ბუ­ლი : "სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა გა­დავ­სე­ბუ­ლი იყო ნაგ­ვით, არ ვიცი სა­ი­დან ამ­დე­ნი ნა­გა­ვი. იყო კონ­კრე­ტუ­ლი სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ატა­რებ­და, უბ­რა­ლოდ იმ­დე­ნად უხვი ნა­ლე­ქი იყო, მე არ მახ­სოვს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი რამ." - თქვა კა­ლა­ძემ

    პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი კა­ლა­ძის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

    "ქა­ლაქ­ში ნაგ­ვის შეგ­რო­ვე­ბა და მისი გა­ტა­ნა მე­რი­ის პირ­და­პი­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. ამის­თვის ვირ­ჩევთ მერს და ვიხ­დით ნაგ­ვის გა­ტა­ნის გა­და­სა­ხადს. სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის ნაგ­ვის­გან გაწ­მენ­დაც მე­რი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. უიმე, ეს ნა­გა­ვი სა­ი­და­ნაა - ამის თქმა მე­რის მიერ არის იდი­ო­ტო­ბა! სა­ი­დან და რომ არ გა­გაქვთ ნა­გა­ვი წე­სი­ე­რად და არ წმენდთ სა­ნი­აღ­ვრე­ებს იქი­და­ნაა. ახა­ლა­შე­მე­ბუ­ლი კორ­პუ­სე­ბის კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის კო­ლექ­ტო­რებს სა­ნი­აღ­ვრე­ზე რომ აერ­თებთ და ამით დიდ ფულს ტე­ხავთ ცე­ხა­ვი­კი დე­ვე­ლო­პე­რე­ბი და მე­რია ამა­ზე თვალს ხუ­ჭავს იქი­და­ნა­ცაა. წვი­მა­ზე და უხვ ნა­ლექ­ზე ხე­ლე­ბის შეწ­მენ­და კიდე იდი­ო­ტო­ბაა კვად­რატ­ში!" - წერს ელი­საშ­ვი­ლი