სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საშინელი ავარია მოხდა - დაღუპულები არიან 16 და 18 წლის ბავშვები

    საშინელი ავარია მოხდა - დაღუპულები არიან 16 და 18 წლის ბავშვები
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კორინთოში საზარელი ავარია მოხდა. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან 16 და 18 წლის ბავშვები, ხოლო ძალიან მძიმედაა 15 წლის ბიჭი, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვვანილი.

    ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯეხა, მათგან ერთ-ერთს ეს 15 წლის ბიჭი მართავდა, რომელთან ერთადაც ავტომობილში მისი მეგობრები ისხდნენ. მეორე მანქანას 65 წლის ბრიტანელი ტურისტი მართავდა, მას მანქანა შვებულებისთვის ჰქონდა ნაქირავები. ტურისტს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    რაც შეეხება 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეფასდა, როგორც უკიდურესად მძიმე, ის ათენშია გადაყვანილი.