„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-11 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.
1 სექტემბრიდან, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, კარფურის ყველა ფილიალში ერთგულ მომხმარებლებს „1+1 აქციები“ დახვდებათ. აქციით სარგებლობისას მომხმარებლები ორ პროდუქტს ერთის ფასად შეიძენენ - „მიიღე მეორე უფასოდ“. აღნიშნული შეთავაზება „მაიქლაბის“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მეორე პროდუქტი საჩუქრად მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის კარფურის ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებელს უამრავ საინტერესო აქციას სთავაზობს. „მაიქლაბ“ საფულეში დაგროვებული ქულები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კარფურის სასურველ პროდუქტში გადაცვალოს.