სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ვფიქრობ, ძალიან ბედნიერები და ამაყები უნდა ვიყოთ“ - ზაზა ფაჩულიას მიმართვა

    “ვფიქრობ, ძალიან ბედნიერები და ამაყები უნდა ვიყოთ“ - ზაზა ფაჩულიას მიმართვა
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ვენესუელასთან გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს და ასეთ მიმართვას ავრცელებს:

    „ვულოცავ საკალათბურთო ნაკრებს ისტორიული შედეგის დაფიქსირებას და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს. ვფიქრობ, ძალიან ბედნიერები და ამაყები უნდა ვიყოთ ამ შედეგით და ჩვენი გუნდით. წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს მომდევნო ეტაპზე და იმედი მაქვს, ბიჭები ტურნირზე გატარებული ყველა წუთით ისიამოვნებენ“,- წერს ზაზა ფაჩულია.