სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „დაე, იქ დაგხვდეთ ანგელოსთა გალობა...“ - ზაზა მესხისა და მისი მეუღლის აქამდე უცნობი კადრები

    VIDEO: „დაე, იქ დაგხვდეთ ანგელოსთა გალობა...“ - ზაზა მესხისა და მისი მეუღლის აქამდე უცნობი  კადრები
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. მომხდარიდან 29-ე დღეს 2 დაკარგულს კვლავ ეძებენ. ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც კი იარსებებს.

    მაშველების მიერ ნაპოვნი ბოლო 2 ცხედარი ზაზა მესხისა და 4 წლის გიორგის აღმოჩნდა. ამ დრომდე გრძელდება ზაზა მესხის ორი შვილის ძებნა.

    ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წყვილის კადრებს აქვეყნებს და წერს: „დაე, იქ დაგხვდეთ ანგელოსთა გალობა, ჩემო კარგებო!…“

    შოვში მყოფი ოჯახის 5 წევრიდან თავდაპირველად ალინა პოლიკოვსკას ცხედარი იპოვეს.

    ამ დრომდე, სტიქიის ზონაში, ზაზა მესხის ორ ვაჟს ეძებენ.