სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ" - კობახიძე ზურაბიშვილზე

    ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ" -  კობახიძე ზურაბიშვილზე
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცხად­ზე ცხა­დია, რომ კონ­სტი­ტუ­ცია ძა­ლი­ან უხე­შად ირ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ, მას ფიცი აქვს და­დე­ბუ­ლი ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, უხე­შად არ­ღვევს, რაც არის ძა­ლი­ან მძი­მე მოვ­ლე­ნა და ამას რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვერ დავ­ტო­ვებთ", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

    მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კაა, სა­დაც აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი არ არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.
    "გარ­და ამი­სა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით არის მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში და ასე­ვე ჩა­ერ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხად­ზე ცხა­დია, რომ კონ­სტი­ტუ­ცია ძა­ლი­ან უხე­შად ირ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ, მას ფიცი აქვს და­დე­ბუ­ლი ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა უხე­შად არ­ღვევს მას, რაც არის ძა­ლი­ან მძი­მე მოვ­ლე­ნა და ამა­ზე ჩვენ გვჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, ამას რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვერ დავ­ტო­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

    რაც შე­ე­ხე­ბა იმას, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი დად­გეს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ­პიჩ­მენტს სჭირ­დე­ბა 100 ხმა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აქვს კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დი და გა­რან­ტი­ე­ბი მათი სა­ერ­თო პატ­რო­ნე­ბის­გან, ამ გა­რან­ტი­ის გა­რე­შე ის კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხე­შად არ და­არ­ღვევ­და.

    "ზედ­მე­ტად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ მი­ვა­ნი­ჭებ­დი ამ თე­მას, ისე­დაც ვი­ცით, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ინ­ტე­რესს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­პი­რის­პი­რო გან­ცხა­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში გა­ა­კე­თებს თუ სა­გა­რეო ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ისე­დაც მი­დის ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან. თქვენ გახ­სოვთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან ის პირ­და­პირ და­უ­პი­რის­პირ­და ჩვენს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას, კერ­ძოდ, მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო შარ­შან არ იმ­სა­ხუ­რებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს და უფრო მე­ტიც, მან გა­ნა­ცხა­და, რომ წელ­საც მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ მისი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო წელ­საც არ იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს.

    რო­დე­საც ასე­თი გზავ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან ჩვენ­მა ევ­რო­პელ­მა პარტნი­ო­რებ­მა, ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არის პირ­და­პირ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩვენს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას­თან. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­გი­რე­ბას, ერთი, თე­ო­რი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არის იმ­პიჩ­მენ­ტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წა­ვი­დეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­სა­მარ­თლო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­ად­გენს იმას, რომ აქ ირ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, პირ­და­პირ ტექ­სტობ­რი­ვი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად დად­გინ­დე­ბო­და ეს, თუმ­ცა, თქვენ იცით, რომ იმ­პიჩ­მენტს სჭირ­დე­ბა 100 ხმა და რა თქმა უნდა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აქვს კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დი. ამ გა­რან­ტი­ის გა­რე­შე ის კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხე­შად არ და­არ­ღვევ­და. მას აქვს გა­რან­ტი­ე­ბი მათი სა­ერ­თო პატ­რო­ნე­ბის­გან. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ჰყავთ სა­ერ­თო პატ­რო­ნე­ბი და მათი მხრი­დან აქვს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­ღე­ბუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის არ გა­რის­კავ­და და ასე უხე­შად არ და­არ­ღვევ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად, ალ­ბათ, გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია იმა­ში, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა ვგუ­ლის­ხმობ­დეთ ამა­ში. ეს არის გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.