სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა" - ნინო გოგაშვილი

    "გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა" - ნინო გოგაშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვილ­მა ნინო გო­გაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე მამამისის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

    "გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვენს სახ­ლებ­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ჩამ­წე­რი აპა­რა­ტუ­რა, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს ჩვე­ნი ლიკ­ვი­დი­რე­ბაც. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბა, რომ ვიბ­რძო­ლოთ რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ."

    "იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ი­დი­ნეს, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია ვე­ლო­დოთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ­დე­ნი დარ­ღვე­ვის შემ­დეგ სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტა­ნენ."

    " ჩვენ არ ვა­პი­რებთ გა­ჩუ­მე­ბას და 2012 წელს რო­გორც ვიბ­რძო­დით, რომ მათ გა­ე­მარ­ჯვათ, ახლა ას­მა­გად ვიბ­რძო­ლებთ, რომ და­ას­რუ­ლონ რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ხალ­ხის ტან­ჯვას და წა­მე­ბას."
    - განაცხადა ნინო გოგაშვილმა.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. გოგაშვილს ოთხი­დან შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქრება.