სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ ადამიანის სახე დაკარგე, გინდა მღვდელი იყავი, გინდა პოლიტიკოსი, გინდა პედაგოგი, სიცარიელეა შენი ფასი..." - მამა პეტრე

    "თუ ადამიანის სახე დაკარგე, გინდა მღვდელი იყავი, გინდა პოლიტიკოსი, გინდა პედაგოგი, სიცარიელეა შენი ფასი..." - მამა პეტრე
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

    "იმის გამო, რომ პურს ჭამ, ხელფასს იღებ, შინაგან კონსტიტუციას არასდროს უღალატო… თუ რა თქმა უნდა სინდისი გაქვს, ვერც უღალატებ, რადგან სიყალბით და ფარისევლობით მოპოვებული ლუკმა მაინც არ შეგერგება, მაინც გაგეჩხირება ყელში…

    იმის გამო, რომ შენ კომფორტულად იყო, ბოროტებასთან თვალი არ დახუჭო…
    ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს… როცა ფიქრობ, რომ მშვიდად ცხოვრობ, სწორედ მაშინ მოგიბრუნდება…

    შენ მიერ გავლილი გზა, მომავლის დანაღმული ველია, თუ პატიოსნად არ გაიარე, ნაღმი როდის აფეთქდება არავინ იცის…

    ნუ შეუშინდები მედროვე ადამიანების ვითომ ძალაუფლებას… უფლის წინაშე ყველა უპირატესობა ძალიან სასაცილო და უსუსურია…

    ჩემთვის კლასიკური მაგალითია იესო… ის მთელ კაცობრიობას, სიყალბეს, ფარისევლობას, უდიდეს ბოროტებას დაუპირისპირდა…. ხან გიჟი ეძახეს, ხან სულელი, ცილიც დასწამეს და ჯვარცმაც არ დააკლეს, მაგრამ უკან არ დაუხევია…

    მერე რა, რომ ღმერთი იყო, ის ადამიანიც იყო!..

    ჰოდა, ადამიანობა არ არის მხოლოდ ფიზიკური აგებულება… ის უპირველესად ღირსებაა…

    თუ ღირსება არ გაგაჩნია, არც ადამიანობა გაგაჩნია და თუ ადამიანის სახე დაკარგე, გინდა მღვდელი იყავი, გინდა პოლიტიკოსი, გინდა პედაგოგი, სიცარიელეა შენი ფასი!..",
    - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.