სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე ღმერთო, არ მჯერა! - აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდაზე საათნახევარი დააგვიანა

    "ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე ღმერთო, არ მჯერა! - აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდაზე საათნახევარი დააგვიანა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე, ღმერთო?! ყველაფერი კარგად ვიცოდი, ვკითხულობდი. არ მჯერა! არ წავალ, არ ჩამიტარდება?! ძალიან კარგად ვარ მომზადებული, კიდევ ერთი წელი?!" - ამ სიტყვებით მიმართა აბიტურიენტმა გოგონამ 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს. მან ისტორიის გამოცდაზე საგრძნობლად დააგვიანა.

    როგორც მათ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, აბიტურიენტის გამოცდაზე დაშვების უფლება არ აქვთ, რადგან ის საგანოცდო ცენტრში 09:30 საათზე გამოცხადდა.

    "8 საათზე იწყება რეგისტრაცია და საათ-ნახევარი დააგვიანა. გამოცდაზე მისი დაშვების უფლება არ გვაქვს." - განაცხადა 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.