სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის დღე, დაწესდა პრემიაც…” - ბექა ოდიშარია

    "27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის დღე, დაწესდა პრემიაც…” - ბექა ოდიშარია
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის დღე, დაწესდა პრემიაც, ვიმედოვნებ, ღვაწლმოსილი პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი

    "მინდა, გამოვეხმაურო და მივესალმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ გიორგი ამილახვარის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას – ამიერიდან 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა პრემიაც.

    ადამიანებს თუ რამ გაგვაჩნია საუკეთესო, ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან. ასევე, ლომის წილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და ძალისხმევა ჩვენს აღზრდასა და განათლებაში.

    მე მიხარია, რომ ეს ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ასწავლიან ჩემს შვილებსაც. ზოგიერთ მათგანს ახსოვს მამაჩემის თაობაც პირველ სკოლაში.

    მინდა, ვიმედოვნო, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, გამორჩეული და დაფასებული პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი“,
    – წერს ბექა ოდიშარია „ფეისბუქზე“.