სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე..“ - ქეთი მოლაშვილი შოვის ტრაგედიისას დაღუპულ და- ძმაზე

    შოვის დღეების შემდეგ, სოფი და გიო რომ ჩამოასვენეს, პრეზიდენტი მოვიდა სამძიმარზე..“ - ქეთი მოლაშვილი შოვის ტრაგედიისას დაღუპულ და- ძმაზე
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ცოდ­ნის კა­ფის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქეთი მო­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს და შოვში დაღუპულ და-ძმაზე საუბრობს.

    "არ ვა­პი­რებ­დი ამა­ზე და­წე­რას, ან რა სა­ლა­პა­რა­კოა ადა­მი­ა­ნი სი­კე­თეს რომ აკე­თებს, მაგ­რამ: შო­ვის დღე­ე­ბის შემ­დეგ, სოფი და გიო რომ ჩა­მო­ას­ვე­ნეს და სახ­ლში და­ას­ვე­ნეს, პრე­ზი­დენ­ტი მო­ვი­და სამ­ძი­მარ­ზე.

    არა­ვის სჯე­რო­და ასე უბ­რა­ლოდ, ფო­ტო­ე­ბის და კა­მე­რე­ბის გა­რე­შე რომ მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა, ასე თა­ვის­თვის, თა­ვის თავ­თან სი­მარ­თლის­თვის მო­ვი­და, სა­მო­ქა­ლა­ქო ვალი მო­ი­ხა­და. იჯდა სა­ლო­მე ჭი­რი­სუ­ფალ­თან ერ­თად, დიდ­ხანს დარ­ჩა.

    თით­ქოს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ ასე­თი წუ­ხი­ლის დროს, იმა­ვე ოთახ­ში იყოს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც შენს წუ­ხი­ლებს იზი­ა­რებს, შენს შვი­ლებს აფა­სებს და შენ გამ­ხნე­ვებს, ხე­ლის ჩა­მო­სარ­თმე­ვად კი არა, მარ­თლაც წუ­ხი­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად მო­დის, დიდი ნუ­გე­შია.

    რომ წა­ვი­და, "ცოდ­ნის კა­ფე­ზე", პი­რა­დი ფბ პრო­ფი­ლი­დან მოგ­ვწე­რა, მოგ­ვი­სამ­ძიმ­რა და ამ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხელ­ზე, ჩემი წვლი­ლი მინ­და შე­ვი­ტა­ნოო გვი­თხრა.

    პრე­ზი­დენტს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, არც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია იც­ნობს, არც რა­ი­მე ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნია, უბ­რა­ლოდ, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ი­გო, რომ "ცოდ­ნის კა­ფეს" გუნ­დმა, უძ­ვირ­ფა­სე­სი წევ­რე­ბი და­კარ­გა და მზა­დაა ამ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ხელ­ზე, კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში ჩა­ერ­თოს.

    ჰოდა, ახლა ვწერ იმი­ტომ, რომ ერ­თის მხრივ, არის ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც შო­ვის დღე­ებ­ში უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა, მზა­დაა ევ­რო­პას­თან და­სა­ახ­ლო­ვებ­ლად და მე­ო­რეს მხრივ არის კო­ბა­ხი­ძე, რო­მელ­მაც 26 მა­ისს, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სულ­ში ჩაგ­ვა­ფურ­თხა ქარ­თვე­ლებს, - მეო, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს არ აღ­ვნიშ­ნა­ვო და ტრუ­სი­კი­ა­ნი "ბა­სე­ინ­ზე" გა­ი­შო­ტა, ჰოდა, ახლა ეს უსირ­ცხვი­ლო, უსამ­შობ­ლო კო­ბა­ხი­ძე პრე­ზი­დენტს უპი­რებს იმ­პიჩ­მენტს,

    რო­გორ გა­ბე­და ევ­რო­პა­ში წას­ვლაო!"