სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმიანება

    საპარლამენტო ოპოზიცია  „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმიანება
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

    "იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული "ოცნება" აგრძელებს საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურთ, გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემცველია - ეს არის, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა.

    ამასთან, სხვა ოპოზიციური პარტიების აქტიურობას უპირისპირებენ ამ ხელოვნურ თემებს, რომელსაც ისედაც ვერ განახორციელებენ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის მოსახდენად", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

    "გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამ კონფიგურაციაში, "ნაციონალურ მოძრაობას" პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება.

    "ასეთ კონფიგურაციაში, "ნაციონალურ მოძრაობას" პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება - თუ მიშას არ გამოუშვებთ იმპიჩმენტს დავუჭერთ მხარს. "ქართული ოცნების" ამ გადმოსახედიდან, პრეზიდენტმა შესაძლოა დათმოს და იმპიჩმენტის გამო შეიწყალოს მიშა. ამ შემთხვევაში, ბოლომდე შეეტენება "ნაციონალურ მოძრაობას", "ქართულ ოცნებას" ეყოლება "ბუა", რომელიც წინასაარჩევნოდ კიდევ მოახდენს თავისი ხმების მობილიზაციას და რაც მთავარია, "ქართულ ოცნებას" არ დაჰბრალდება, რადგან ბოლომდე პრეზიდენტის ლანძღვაში არიან უკვე წელიწად ნახევარია", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.