სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს...” - ზაზა მესხის ახლობლის ემოციური პოსტი

    “ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს...” - ზაზა მესხის ახლობლის ემოციური პოსტი
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზაზა მესხის ოჯახის ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

    „ჩვენო ზაზა, გრძელდება ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა. ზოგჯერ ვიცინით, ვხუმრობთ, გვიხარია ცხოვრების პატარა თუ დიდი სიხარულები, მაგრამ ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს, ასე უაზროდ და ტრაგიკულად წართმეულ სიცოცხლეებზე ფიქრი და დარდი, თქვენზე, ყველაზე ერთად, იმ საშინელ დღეს.

    ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას. ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა. გვახსოვხარ, ზაზა ან კი როგორ უნდა დაგივიწყოთ?! ისევ ცოცხლობთ ჩვენ გულებში და ასე იქნება უსასრულოდ. შოვმა უდიდესი დაღი დაგვასვა სულში, მეგობარო“