სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - რას წერს გიორგი გახარია პრეზიდენტის ფოტოზე

    "ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - რას წერს გიორგი გახარია პრეზიდენტის ფოტოზე
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე
    18:45 / 01-09-2023
    "ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე
    "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის აღ­სრუ­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაც სჭირ­დე­ბა.

    კო­ბა­ხი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წას­ვლა ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, მან უნდა ისა­უბ­როს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. მმარ­თველ გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის თან­ხმო­ბა არ მი­უ­ცი­ათ.
    ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის შე­სა­ხებ მა­ლე­ვე მოჰ­ყვა პრე­ზი­დენ­ტის რე­აქ­ცია. ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მა­ტა­რე­ბელ­შია და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზეა.



    ფო­ტოს არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა და კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს შო­რის არის პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი გა­ხა­რია. ის მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს პრე­ზი­დენტს და წერს:


    "ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტით, ევ­რო­პის­კენ!"

    ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ვი­დეო მი­მარ­თვაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ამ­ბობს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს საფრ­თხეს უქ­მნის.