სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვიცი ჩამქოლავთ, მარგამ ამდენ შვილს ვის იმედზე აჩენთ? " - თამუნა მუსერიძე მრავალშვილიან ოჯახებს მიმართავს

    "ვიცი ჩამქოლავთ, მარგამ ამდენ შვილს ვის იმედზე აჩენთ? " - თამუნა მუსერიძე მრავალშვილიან ოჯახებს მიმართავს
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტმა, თამუნა მუსერიძემ, სოციალურ ქსელში ძალიან თამამი პოსტი გამოაქვენა:

    "ერთი კითხვა არ მასვენებს წლებია და საჯაროდ დასმას ვერ ვბედავ. ვიცი, ახლა კომენტარებშიც გამლანძღავთ, საიტებზეც ჩამქოლავთ, მაგრამ ნუ ვეღარ ვიკავებ უკვე თავს !

    ხალხო 6,7,8 შვილი რომ გყავთ, არ გაქვთ სახლი, ტანსაცმელი, საკვები, არ მუშაობთ და არ გაქვთ შემოსავალი. მეცხრე და მეათე შვილს ვის იმედზე აჩენთ? გთხოვთ ისტერიკის გარეშე მიპასუხეთ. აბორტზე არ მაქვს თავისთავად საუბარი. რატომ მიგყავთ საქმე აქამდე? ბავშვებს ასეთი ცხოვრებისთვის რატომ წირავთ? ან საკუთარ თავს რას ერჩით?"
    - წერს თამუნა მუსერიძე.