სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ღვთისმშობელმა ისმინა დედების თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია" - სასწაული, რომელიც გაგაოცებთ

    "ღვთისმშობელმა ისმინა დედების თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია" - სასწაული, რომელიც გაგაოცებთ
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კუნძულ კეფალონიაზე მარიამობის დღესასწაულზე ყოველწლიურად აღასრულებენ სასწაულს. ეს ყველაფერი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხდება.

    სასწაულის დროს ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან. ხატს "გველის ღვთისმშობელს" უწოდებენ, გველებს - "ღვთისმშობლის გველებს". გველები კლდიდან გამოდიან, შედიან ტაძარში და იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.

    ორი სოფელია, სადაც ეს სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პულოსი.

    მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება, მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.

    ლეგენდის მიხედვით, დედები გველების სახით გამოდიან ტაძარში და ეს ყოველ მარიამობას ხდება. როგორც იქ ამბობენ, ეს გველები სხვა დროს არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ 28 აგვისტოს გამოდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია. ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდნი და კეთილგანწყობილნი. ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე მათი სხეულის სითბო;