სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ არ მოინდომე, თუ არ იშრომე, მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად..." - ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს არიგებს

    "თუ არ მოინდომე, თუ არ იშრომე, მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად..." - ტარიელ ხარხელაური შვილიშვილს არიგებს
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ქართველი პოეტი, ტარიელ ხარხელაურმა შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ ლექსს უძღვნის დარიგების სახით:

    "ნატალი, შვილო!
    გილოცავ დაბადების დღეს...
    იცი, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად, თუ შენ არ მოინდომე, თუ არ იშრომე...
    ამიტომ, მინდა, მოგილოცო ისეთი დაბადების დღე, რომ ჩემთვისაც ღირსეული იყოს, შენთვისაც და შენი ქვეყნისთვისაც..." - ეს არის ტარიელ ხარხელაურის მილოცვა შვილიშვილს, რომელსაც ლექსსაც ურთავს;



    (ნატალის ჩემს შვილისშვილს)

    "ცით ნათლად ჩამოტანილო
    მთებს დაფენილო ცვარო,
    ჩემო ლურჯთვალა ყვავილო
    ჩემო მზისფერო ქალო.
    შენ ჩაგანაცვლებ ტკივილებს
    ნიავს ვაყოლებ ღიღინს,
    გამათბე შენი ჭირიმე
    მიღირს სიცოცხლე მიღირს.
    ო, რა ლამაზი დარია
    შენ რომ ღიმილით მხვდები,
    გამათბე ჭია მაია
    შენი პატარა ფრთებით
    ციური მადლი მოჰფინე
    ჩემს ჩამობინდულ იებს
    მიყვარხარ!-არ მამყოფინო,
    მიყვარხარ!-ძლიერ ძლიერ.
    ცით ნათლად ჩამოტანილო,
    მთებს დაფენილო ცვარო,
    ჩემო ლურჯთვალა ყვავილო
    ჩემო მზისფერო ქალო.

    დიდი სიყვარულით პაპა