სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შრომა დამიფასდა..." - აბიტურიენტი, რომელმაც 100% დაფინანსება მოიპოვა

    "შრომა დამიფასდა..." - აბიტურიენტი, რომელმაც 100% დაფინანსება მოიპოვა
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გაიცანით წლევანდელი აბიტურიენტი, რომელიც სასურველ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.

    ანა­ნო მარ­გიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე უფა­სოდ ის­წავ­ლის.

    "კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ჩა­ვი­რი­ცხე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვირ­სი­ტეტ­ში. გა­მოც­დებ­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი მქონ­და, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი ავი­ღე. რად­გან ყვე­ლა გა­მოც­და კარ­გად ჩა­ვა­ბა­რე, მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ გრანტს მო­ვი­პო­ვებ­დი".

    - რო­გორ მი­აღ­წიე ასეთ შე­დეგს, და­დი­ო­დი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან?

    - ქარ­თულ­ზე და მა­თე­მა­ტი­კა­ზე დავ­დი­ო­დი კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ინ­გლი­სურ­ში ჩე­მით ვემ­ზა­დე­ბო­დი. სულ სამი გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე.

    - წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის. შენ რას გვე­ტყვი?

    - მე მა­თე­მა­ტი­კა­ში 51 ქუ­ლი­დან 47 ქულა ავი­ღე და არ გამ­ჭირ­ვე­ბია, გა­მოც­დი­და­ნაც მალე გა­მო­ვე­დი და დროც დამ­რჩა.

    - რო­გორ ფიქ­რობ, საკ­მა­რი­სია სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­სა­ბა­რებ­ლად?

    - თბი­ლი­სის 32-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ვერ ვი­ტყვი, რომ სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი აზ­რით, სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე კი ვფიქ­რობ, რომ გა­რე­მო და გა­მოც­დი­ლე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმე­დად ვერ იქ­ნე­ბი, კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე თვი­თონ უნდა ვიზ­რუ­ნო.