სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძალიან მძიმე დღეა, ჩვენი ლუკა გარდაიცვალა…" - ცნობილია ვინ არის 21 წლის გარდაცვლილი ბიჭი

    "ძალიან მძიმე დღეა, ჩვენი ლუკა გარდაიცვალა…" - ცნობილია ვინ არის 21 წლის გარდაცვლილი ბიჭი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ონის კულტურის სახლის ფეისბუქის გვერდი სოციალურ ქსელში 21 წლის მომღერლის, ლუკა გაგნიძის, გარდაცვალების შესახებ იუწყება.

    "უდიდესია ჩვენი ტკივილი ჩვენი ძვირფასი ლუკა გაგნიძის გარდაცვალების გამო. მან ჩვენს კედლებში არაერთი დღე გაატარა ხალხურ შემოქმედებასთან თანაზიარებაში.

    ის თავისი ღირსეული ბაბუის ღირსეული შთამომავალი იქნებოდა, რადგან სწორედ მისი ხმის მადლს ვხედავდით ლუკაში.

    საოცრად ჰგავდა, ხმით, მანერებით, ადამიანობით… მაგრამ ვაი, რომ წუთისოფელში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, როგორც ვგეგმავთ.

    დღეს, ონელებისათვის მძიმე დღეა – ჩვენს კალთაში ამოზრდილ უსაყვარლეს ლუკას ვემშვიდობებით… მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა ჩვენო საყვარელო ლუკა."
    - წერია სამძიმრის წერილში.

    ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი.