სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“ - ოთო ბაზერაშვილის შესრულება და დარბაზის უწყვეტი ოვაციები

    VIDEO: "ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“ - ოთო ბაზერაშვილის შესრულება და დარბაზის უწყვეტი ოვაციები
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ოპერის მომღერლის, აჩიკო გოგიტიძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არაერთ ნიჭიერ მომღერალთან ერთად, ყველასთვის საყვარელმა ოთო ბაზერაშვილმა მიიღო.

    ოთო მსმენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტიდან – „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. ყველა თანხმდება, რომ ის ქართულ სიმღერებს ყოველთვის გამორჩეული ემოციით ასრულებს.

    ვიდეოს სოციალურ ქსელში ტრადიციულად არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

    "ამ ბავშვმა გააცოცხლა ბუბა კიკაბიძე“, „მეფეთ მეფე კაცი!“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.