სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    კარდინალური ცვლილებების დრო დგება. დაკავდით თვითანალიზით. დაისვენეთ, მოიკრიბეთ ძალები ახალი მნიშვნელოვანი ძვრების და სტარტისთვის.

    კურო

    ყური მიუგდეთ შინაგან ხმას და მიჰყევით მას. შესაძლოა, დაასრულოთ არაფრის მომტანი ურთიერთობები და საქმეები. შეიცვალეთ გარემო. იმოგზაურეთ, მოინახულეთ მშობლები და ნათესავები.

    ტყუპები

    აკეთეთ თქვენთვის საინტერესო საქმე, მაგრამ ნუ გადაიღლებით, ნუ იფიქრებთ ნეგატივზე და ნუ შეზღუდავთ საყვარელ ადამიანებს თქვენი პრეტენზიებით. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

    კირჩხიბი

    ელოდეთ საუკეთესო შედეგებს საქმეებში, რომელიც დასასრულს უახლოვდება, დაუთმეთ თქვენი დრო მათ, ვინც ამას საჭიროებს და იყავით გულწრფელი, ამით მოიზიდავთ და შეინარჩუნებთ სამყაროს კეთილგანწყობას.

    ლომი

    კარგი დროა საყიდლების, გართობისა და გარემოს შეცვლისთვის. იზრდება თქვენი მომხიბვლელობა და ქარიზმა, რაც დაგეხმარებათ საქმიან მოლაპარაკებებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებაში.

    ქალწული

    სასურველია, მოერიდოთ სარისკო ქმედებას, ურთიერთობებს უცნობ ადამიანებთან. სასიკეთოა განმარტოება და ოჯახში კომფორტის მოწყობაზე ზრუნვა. ნუ მოახვევთ თქვენს აზრს შინაურებს და ახლობლებს.

    სასწორი

    ნუ აჰყვებით შფოთს და ნერვიულობას, მეტად დაისვენეთ მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში. მიხედეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

    მორიელი

    ინტუიციაზე დაყრდნობით სწრაფად გამონახავთ გზას სირთულეებიდან და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. თქვენს წარმატებებში დიდ როლს თამაშობს პოზიტიური განწყობა და აზროვნება.

    მშვილდოსანი

    იურიდიულ თემებთან დაკავშირებული საქმიანობა გაზრდის თქვენს ავტორიტეტსა და პოპულარობას. ერიდეთ აბეზარ ადამიანებს და მათ ვისი გარემოცვაც ცუდად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე.

    თხის რქა

    დაივიწყეთ წარსული და კონცენტრირდით მომავალზე. სირთულეების გადალახვაში თქვენი ინტუიცია, მოხერხებულობა და მცირეოდენი ეშმაკობა კარგ სამსახურს გაგიწევთ.

    მერწყული

    ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ნუ გადაიღლებით, ეს დრო არახელსაყრელია აქტიური კომუნიკაციებისთვის. დაკავდით თქვენი საყვარელი საქმითა და გატაცებებით.

    თევზები

    დაგეგმეთ გულმოდგინედ ნებისმიერი საქმე და ერიდეთ სპონტანურობას. ყოველთვის გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი, ნუ აჰყვებით განცდებს, ნეგატიურ ემოციებსა და აზრებს.