სერია ა-ს მორიგ ტურში "ნაპოლის" მოედანზე ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლიმ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ნაპოლის მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა. თამაშის შემდეგ რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და კვარას შეცვლის მიზეზზე ისაუბრა:
"ამიტომ შევცვალე ხვიჩა" - რუდი გარსიამ "ლაციოსთან“ დამარცხების შემდეგ "კვარას" შეცვლის მიზეზი განმარტა
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე "ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ქართველი ძალიან აქტიური იყო, ორი კარგი მომენტი შექმნა, პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული მცველს მოხვდა, მეორეში კი ბურთს საჯარიმოს გარეთ დაეუფლა, უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მეკარე პროვედელმა მოიგერია. 30-ე წუთზე კონტრშეტევისას ლუის ალბერტომ ულამაზესი გოლით სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ზილენსკიმ ორმაგი რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, "ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიშები მიჰქონდა, ზილენსკის პროვედელმა არ გაატანინა, ხოლო საპასუხო შეტევისას მერეტის კარი კამადამ დალაშქრა. ხვიჩა 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. მერე სტუმრებს თამაშგარეს გამო ძაკანისა და გენდუზის გოლები არ ჩაუთვალეს. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს არ გაატანინეს, ჩემპიონატის სტარტზე ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს, მაურიციო სარიმ კი რუდი გარსიას დუელი მოუგო.
"ლაციოსთან" ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზიც განმარტა:
"პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო, ამას ვიმსახურებდით. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მეტოქემ კი პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მეორე ტაიმი გაცილებით უარესად ჩავატარეთ. ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. "ლაციო" შეტევაში ძლიერია, კონტრიერიშებზე დაგვიჭირეს. არც გაგვიმართლა, თან აგრესიულები ვერ ვიყავით. ბოლოს ჟეზუსს და ლინდსტრემს მართებდათ გატანა. მარცხი უნდა მივიღოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, შემდეგ შვიდმატჩიანი მარათონი გველის და მოგებით უნდა დავიწყოთ.
რატომ შევცვალე "კვარა"? შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მერე გამოითიშა, რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი. ამ სეზონში 90 წუთი არ ჰქონდა ჩატარებული, ჯერ 100%-ით მზად არაა. ეს დაგეგმილი გვქონდა. მას თამაშამდე ველაპარაკე და ჩვენ დროის შეზღუდული რაოდენობა მივეცით. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს, რადგან ჩანდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია. დებიუტში გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, როდესაც მის მიერ დარტყმული ბურთი მარუშიჩს მოხვდა".
ნაპოლის მორიგი თამაში 16 სექტემბერს გაიმართება. გუნდი "ჯენოას“ დაუპირისპირდება.