სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ორსული ქალი, ოთხი ბავშვით და მოხუცი დედით აი, აქ ცხოვრობს...”-აკა სინჯიკაშვილის გულისამაჩუყებელი მიმართვა

    „ორსული ქალი, ოთხი ბავშვით და მოხუცი დედით აი, აქ ცხოვრობს...”-აკა სინჯიკაშვილის გულისამაჩუყებელი მიმართვა
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აკა სინჯიკაშვილი შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    „ორსული ქალი, ოთხი ბავშვით და მოხუცი დედით, აი, აქ ცხოვრობს, სადაც ხედავთ. მართლა ლამის გული გაგვისკდა, ორსულ ქალს მთელი ზაფხული გარეთ, „ლეჟანკაზე“, ეზოში ეძინა, რომ ბავშვებს ერთადერთ საწოლზე დაეძინათ, რომელიც აბადიათ და ზედ არ აწვიმს.

    არიან რამდენიმეჯერ ძალადობის მსხვერპლები, არ აქვთ არც წყალი, არც გაზი, არც ტუალეტი, სახურავიც არ აქვს ამ რაღაცას. საერთოდ არაფერი არ აბადიათ და სოციალური დახმარებით არსებობენ. მამა, რამდენიმეჯერაა ნასამართლევი ოჯახურ ძალადობაზე. საცოდაობა ხდება მართლა.

    ცხოვრობენ ამ ნანგრევებში და ძალიან სასწრაფოდ თუ არ დავეხმარეთ, ბავშვები ან ზამთარს ვერ გადაიტანენ, ან სოციალური სამსახური რასაც იზამს, მიხვდებით.

    ძალიან სასწრაფოდ გვჭირდება, ყველას დახმარება. მისამართს და ვინაობას ვერ ვიტყვით, არც იცით რა ჯოჯოხეთი აქვთ გადატანილი. ნოემბერში კიდევ მეხუთე პატარას ელოდება. ბავშვები იმსახურებენ ნორმალურ ცხოვრებას დედასთან ერთად! ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადავარჩინოთ ოჯახი! რაც შეიძლება სწრაფად ვეცდებით ყველაფრის მოგვარებას!

    ერთად ყველაფერს შევძლებთ

    ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -

    ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

    #GE35BG0000000144817300

    აკაკი სინჯიკაშვილი

    თიბისიბანკი

    #GE90TB7603845061100016

    PayPal - Sinjikashvili@gmail.com

    უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

    #სიკეთეგადამდებია.