სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    შესაძლოა, დღეს, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, გადარბენები და გარჩევები მოგიწიოთ. მალე თავადვე დარწმუნდებით, რომ თქვენი იდეები თუ სურვილები მოცემული დროის, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.

    კურო

    ცვლილებებისთვის კარგი დროა, შესაძლოა, კარიერულადაც წინ წახვიდეთ, თუმცა, სასურველია, გარკვეული პერიოდით, ამის შესახებ არავის მოუყვეთ.

    ტყუპები

    ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ აქტიური დასვენება. ნუ შეიზღუდავთ თავს, გაერთეთ, თუმცა, სასურველია, გჯეროდეთ უკეთესის, განეწყვეთ ოპტიმისტურად და შეინარჩუნეთ სულიერი მხნეობა.

    კირჩხიბი

    თუ სამართლიანად იმოქმედებთ, იქნებით გულისხმიერი და მოწესრიგებული ვერავითარი წინააღმდეგობა თუ დაბრკოლება თქვენს საქმიან შედეგებზე ცუდ გავლენას ვერ მოახდენს.

    ლომი

    კარგად დააკვირდით წარმოქმნილ სიტუაციას, გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები ყოველი მხრიდან, ამით თქვენ დაზოგავთ ძალასა და ენერგიას, საქმეებს სწრაფად, მოკლე დროში და ნაყოფიერად დაასრულებთ.

    ქალწული

    შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს, ან თავად შეცვალოთ დამოკიდებულება სამსახურთან დაკავშირებით. მთავარია, ემოციური წონასწორობა შეინარჩუნოთ.

    სასწორი

    მოერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან კამათსა და გარჩევებს, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ პრობლემების შემქმნელი იქნება, შეეცადეთ, ყველასთან გამონახოთ საერთო ენა.

    მორიელი

    დღეს, შეძლებთ სწორად განსაზღვროთ ცხოვრებაში თქვენი ადგილი და მიხვდებით, რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იმისათვის, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოთ.

    მშვილდოსანი

    მნიშვნელოვანი შეხვედრები, ნაცნობობა და მოგზაურობა ძალიან ბევრის მომტანი და მოგებიანი იქნება. თქვენი შრომა და ძალისხმევა სოლიდური შემოსავლებით დაგვირგვინდება.

    თხის რქა

    ახლობელი ადამიანის გამო, შესაძლოა, მოგიწიოთ ნემსის ყუნწში გაძრომა და მისი სურვილების დაკმაყოფილება. ზედმეტი არ მოგივიდეთ და ამით თავს არ ავნოთ.

    მერწყული

    ნუ იტვირთავთ სხვის პასუხისმგებლობას და აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები, ერიდეთ კამათსა და ინტრიგებს. ეცადეთ, კორექტულად მოაგვაროთ გაუგებრობები.

    თევზები

    ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და სანამ რამეს იტყვით, დარწმუნდით, რომ თქვენს ნათქვამს სწორად გაიგებენ.