სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა შეცდომებს უშვებენ პირველკლასელების მშობლები

    რა შეცდომებს უშვებენ პირველკლასელების მშობლები
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შვილის ცხოვრების თითოეულ ეტაპზე დიდი სიფრთხილე მართებს მშობელს. სკოლის დაწყება ისეთივე სტრესულია ბავშვისთვის, როგორც ზრდასრული ასაკის პრობლემები და მათ მოგვრებაზე ზრუნვა.

    შეცდომა № 1. ბავშვის მაგივრად სასკოლო ჩანთის ჩალაგება
    თავიდან შეიძლება დავეხმაროთ პატარას ჩანთის ჩალაგებაში, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება მის მაგივრად. ნებისმიერი უნარი პრაქტიკით გამომუშავდება. ანუ ბავშვი ალაგებს, თქვენ ადევნებთ თვალყურს. "მოდი, ახლა ერთად შევამოწმოთ, რამე ხომ არ გრჩება?" ასე მიაჩვევთ დამოუკიდებლობას.

    შეცდომა № 2. დარწმუნება იმისა, რომ სკოლაში საინტერესო და სახალისოა.
    მშობელი შეიძლება ამოვარდეს რეალობიდან აღფრთოვანებით: "აუ, რა კარგია სკოლა! ახალ მეგობრებს გაიჩენ!" სინამდვილეში მეგობარს მაშინვე ყველა ვერ იძენს. სიტუაციაც სხვადასხვაგვარია და შესაბამისად, ყველას სხვადასხვა შეგრძნებებს უჩენს.

    თუ ბავშვი გაკვეთილზე მოწყენილი იყო, დედა კი ეუბნება:" რას ამბობ, როგორ უნდა მოიწყინო გაკვეთილზე, პირიქით, რა კარგია ბევრი საინტერესო რამის მოსმენა!", ასეთ შემთხვევაში ირღვევა კომუნიკაცია. ბავშვი აკეთებს დასკვნას:"ჩემი არ ესმით".იმისათვის, რომ კონტაქტი შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია ბავშვის მოსმენა ისე, რომ არ გააკრიტიკოთ და არ გააუფასუროთ მისი შეხედულებები. თუმცა სკოლის მიმართ პოზიტიური განწყობა სულ უნდა გქონდეთ - ეგ აუცილებელია.

    შეცდომა № 3. აიძულო საშინაო დავალების გადაწერა
    მაღალი შეფასებისთვის ზოგჯერ მშობელი თავიდან აწერინებს ბავშვს საშინაო დავალებას, რადგან მან შეცდომა დაუშვა, გადააკეთა ან უსუფთაოდ დაწერა რვეულში. ბავშვს არ გამოსდის, ყოველ ჯერზე შეცდომას უშვებს, მშობელი გაღიზიანებულია. ხშირად ეს ბავშვის ტირილის ხარჯზეც ხდება. შედეგი: ბავშვს ეზიზღება სკოლა, მოტივაცია ნულის ტოლია.

    შეცდომა № 4. ბავშვის ნამუშევრის გაკრიტიკება
    "ეს რვიანზე გააკეთე, ეს კი ათიანზე", - შეიძლება თქვას მკაცრმა დედამ. ტყუილად კი არ არის, რომ პირველ კლასში შეფასებებს არ წერენ, ეს არის ფსიქოლოგიურად არგუმენტირებული გადაწყვეტილება. ამ ასაკის ბავშვები ძალიან ემოციურად რეაგირებენ წარმატებასა და წარუმატებლობაზე. უარყოფითი შეფასება მისთვის ნიშნავს იმას, რომ ის ცუდია. პოზიცია, რომ დედას უყვარს, როდესაც კარგ შეფასებას ვიღებ",-არასწორია და არც ბავშვისთვის წარმოადგენს მოტივაციას.

    შეცდომა № 5. პირველი კლასის სირთულის უგულვებელყოფა
    არ ღირს პირველკლასელის რამდენიმე სექციაზე ჩაწერა, იმის არგუმენტაციით, რომ: "პირველ კლასში არ არის დატვირთვა, კითხვა კი მან უკვე იცის..."