სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე.. ეს რა გამიკეთა" - მოკლული მეხანძრე-მაშველის მამის ემოციური განცხადება

    "რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე.. ეს რა გამიკეთა" - მოკლული მეხანძრე-მაშველის მამის ემოციური განცხადება
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახეთში 35 წლის მეხანძრე-მაშველ, ბექა ჯანიაშვილს 89 წლის კაცმა სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

    „სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე,-ამბობს მოკლულის მამა.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ ბექასა და მამაკაცს შორის ელაპარაკება მოხდა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მამაკაცი, რომელიც სავარაუდო დამნაშავეა, დაკავებულია.