სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა თბილისში გამოავლინა

    სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა თბილისში გამოავლინა
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინა.

    მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას.

    ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით