სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ბურთის ძეგლი? გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ" - კალაძე ჟურნალისტებს

    "გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ბურთის ძეგლი? გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ" - კალაძე ჟურნალისტებს
    8 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სამ­ტრე­დი­ა­ში, ბურ­თის ფორ­მის ძეგლის დად­გმას­თან მის ოჯახს კავ­ში­რი არ აქვს.

    ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, და­იდ­გა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ძეგლი მა­მა­მი­სის, კარ­ლო კა­ლა­ძის პა­ტივ­სა­ცე­მად, თბი­ლი­სის მერი ამ­ბობს, რომ ბურ­თის ფორ­მის ძეგლი ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვით და­იდ­გა და მის ოჯახს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

    "ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით და გჯე­რათ, რომ სამ­ტრე­დი­ა­ში მა­მა­ჩე­მის პა­ტივ­სა­ცე­მად დად­გეს ძეგლი? ამის გჯე­რათ თქვენ? უბ­რა­ლოდ მე­ცო­დე­ბით, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, თუ არ მე­ცო­დე­ბო­დეთ.

    ეს არის კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც უყ­ვართ სპორ­ტი სამ­ტრე­დი­ა­ში, ვი­საც უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი. ეს მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჩემი ოჯა­ხი, მა­მა­ჩე­მი და სამ­ტრე­დი­ის მე­რია აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან კავ­შირ­ში არ არის“,
    - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.